logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ხერსონში რუსებმა 400 უკრაინელი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

09 მარ 202219:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/cxuhqzi5htadjdj.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი​ს განცხადებით, უკრაინელები რუს ოკუპანტებს გმირულ წინააღმდეგობას უწევენ. 

ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო რუსეთი ადგილზე პოლიციური რეჟიმის დამყარებას ცდილობს. 

ხერსონის რეგიონში რუსული დაცვის ქვედანაყოფები განლაგდნენ, 

მათ 400-ზე მეტი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.   

ხერსონის რეგიონში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა ქალაქი და რეგიონი დაიკავეს, თუმცა, უკრაინის ხელისუფლება რეგიონზე რუსების მიერ კონტროლის სრულად აღებას უარყოფს. 


close დახურვა